უკრაინული მედია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების საბრძოლო მასალების საცავები და ბაზები იწვის

უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო მასალების საცავებსა და რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმები განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში, ტოკმაკში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს. ხერსონის ოლქის ჩაპლინკის რაიონში საბრძოლო მასალის საცავი და რაშისტების ბაზა.
ასევე, რუსული ბაზების ლიკვიდირება განახორციელეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ როვენკში და ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონში.
აფეთქებები ასევე მოხდა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში. ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

























