ვოლოდიმირ ზელენსკი - დნეპროპეტროვსკში რკინიგზის სადგურზე თავდასახმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - დნეპროპეტროვსკში რკინიგზის სადგურზე თავდასახმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულებს შორის 11 წლის ბავშვია.

„ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია, ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი ავტომობილში დაიწვა, დაიღუპა მოზარდი , ის 11 წლის იყო, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი დაანგრია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება.

24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომს რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 15 და დაშავდა 50-მდე ადამიანი.