რუსეთში რუსი ოპოზიციონერი ევგენი როიზმანი რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ დააკავეს

რუსეთში რუსი ოპოზიციონერი ევგენი როიზმანი რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა დღეს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ევგენი როიზმანი რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ დააკავეს.

როგორც რუსული სახელმწიფო მედია იუწყება, როიზმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მის YouTube-ის არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე აღიძრა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, როიზმანს, რომელიც ეკატერინბურგის ყოფილი მერია, შემდგომი გამოძიებისთვის მოსკოვში გადაიყვანენ.

რუსი ოპოზიციონერის განცხადებით, ის სიტყვა "შეჭრის" გამოყენების გამო დააკავეს.

"პრაქტიკულად ერთი ფრაზის: "უკრაინაში შეჭრა" თქმისთვის [დამაკავეს]. მე ამას ყველგან ვამბობდი და ახლაც ვიტყვი", - აღნიშნა როიზმანმა.