გაერო-ს ბავშვთა ფონდი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 000-მდე ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა

გაერო-ს ბავშვთა ფონდი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 000-მდე ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა, - ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

”ეს მხოლოდ ის ციფრებია, რომლის გადამოწმებაც გაერო-მ შეძლო. გვჯერა, რომ ჭეშმარიტი რიცხვი გაცილებით მეტია“, - აღნიშნულია გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებაში.

მისი თქმით, მიმდინარე ომმა უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა გაანადგურა.

„სასწავლო წლის დაწყება სულ რაღაც ერთ კვირაში ცხადად გვახსენებს, თუ რამდენი დაკარგეს უკრაინაში ბავშვებმა. უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა განადგურდა საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლები სამიზნეებს წარმოადგენს, რის შედეგადაც ოჯახები თავიანთი შვილების სკოლაში გაგზავნას უსაფრთხოდ ვერ თვლიან. ჩვენი ვარაუდით, 10 სკოლიდან 1 დაზიანებული ან დანგრეულია“, - აღნიშნა ქეთრინ რასელმა.