გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი - ვაგრძელებთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით დგომას ახლა და მომავალში

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი - ვაგრძელებთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით დგომას ახლა და მომავალში

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაცია ოფისის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დაუნინგ სთრითი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მზესუმზირებით, უკრაინის დროშის ფერებში ყვავილებით არის მორთული. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით დგომას ახლა და მომავალში. ჩვენ უკრიანის გვერდით ვდგავართ“, - დაწერეს მათ „ტვიტერზე“.