ფინეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ფინეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ზელენსკის და უკრაინას, რომლებიც თავისუფლებისთვის წარმოუდგენელი სიმამაცით, ქედმოუხრელად და ღირსებით იბრძვიან, სიმტკიცეს ვუსურვებ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“ წერს, სადაც უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს და ასევე აღნიშნავს რუსეთის სასტიკი ომის დაწყებიდან 6 თვეს. ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა“, - წერს გიტანას ნაუსედა.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტეც.

„ჩემი გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს თქვენი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ფინეთი უკრაინის გვერდით დგას და გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.