უკრაინელებმა სამხრეთით 13 ოკუპანტი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 13 ოკუპანტი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
„ჩვენმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს მტრის ცოცხალ ძალას, გაანადგურეს მათი იარაღი და აღჭურვილობა ნოვოვოსკრესენსკოეში, არხანგელსკსა და პრავდინში, რისი შედეგიც არის 13-ით ნაკლები რაშისტი, განადგურებულია თვითმავალი ჰაუბიცა "Мста-С", საბრძოლო მასალის საწყობი ტრადიციულად განადგურებულია, ამჯერად ნოვოვოსკრესენსკში. მტრის საბოლოო დანაკარგები ზუსტდება“,- აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ცნობით, გასაული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ უკრაინის პოზიციებს 10 საჰაერო დარტყმა მიაყენა, თუმცა უკრაინულ ძალებს დანაკარგები არ განუცდია.

























