ანალენა ბერბოკი - რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა - რაც მოხდა ბოლო ექვს თვეში, ვერასოდეს იქნება ანულირებული

ანალენა ბერბოკი - რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა - რაც მოხდა ბოლო ექვს თვეში, ვერასოდეს იქნება ანულირებული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა.

„ის, რაც მოხდა ბოლო ექვს თვეში, ვერასოდეს იქნება ანულირებული“, - აღნიშნა ბერბოკმა ბერლინში მის ისლანდიელ კოლეგასთან თორდის გილფადოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც გერმანიის პირველმა დიპლომატმა დასძინა, სანამ ეს სასტიკი აგრესიული ომი გაგრძელდება, გერმანია გააგრძელებს სამხედრო დახმარებით უკრაინის მხარდაჭერას.

თავის მხრივ, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "უკრაინელი ხალხის მხარესაა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მათ გმირულ ბრძოლაში".

მან პირობა დადო, რომ "დაეხმარება უკრაინას აღდგენაში, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს იმედისა და ოცნების მიზეზი.

ამასთან, ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.