ემანუელ მაკრონი - უკრაინამ აირჩია დიპლომატიის გზა, რუსეთმა კი ომის - რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს მხოლოდ უკრაინელ ხალხს არ ეხება, ყველა ჩვენგანს ეხება

ემანუელ მაკრონი - უკრაინამ აირჩია დიპლომატიის გზა, რუსეთმა კი ომის - რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს მხოლოდ უკრაინელ ხალხს არ ეხება, ყველა ჩვენგანს ეხება

8 წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის, უფრო კონკრეტულად კი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

საფრანგეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ძირითადი სტანდარტები.

„უკრაინამ აირჩია დიპლომატიის გზა, რუსეთმა კი ომის გზა“ , - დასძინა მაკრონმა.

მაკრონმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან.

„რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს მხოლოდ უკრაინელ ხალხს არ ეხება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ეს არის უკრაინელი ხალხის ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, თუმცა ეს ყველა ჩვენგანს ეხება, რადგან ჩვენ ვგრძნობთ ამ ომის შედეგებს“, - აღნიშნა მაკრონმა.