მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ანსამბლ „იბერიას“ წევრებს წარმატება მიულოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ანსამბლ „იბერიას“ წევრებს წარმატება მიულოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მოადგილეებთან ერთად, ანსამბლ "იბერიას" წევრებს შეხვდა და ჩეხეთში, საერთაშორისო ფესტივალზე, გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერმა ანსამბლის ხელმძღვანელს, აღნიშნული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ინფორმაციისთვის, მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერია" ბესარიონ კიპაროიძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში, 33-ე საერთაშორისო ფოლკლორის, ცეკვის და მუსიკის ფესტივალ-კონკურსზე ,,პრაღის ვარსკვლავი 2022" გრანპრის მფლობელი გახდა.