ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

ოდესის ოლქის პორტები უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„დილის მდგომარეობით უკრაინის პორტები კიდევ ორმა გემმა დატოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, „უკრაინის პორტებში მარცვლეულის გადაზიდვა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის ქვეშ დაგეგმილი რეჟიმის მიხედვით ხორციელდება“.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებიდან 20 დღის განმავლობაში უკრაინის საზღვაო ნავსადგურები 27 გემმა დატოვა, რომლითაც სოფლის მეურნეობის 670 000 ტონა პროდუქციის გადატანა განხორციელდა.