გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს

გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისმა განაცხადა.

„ერთობლივ ზარის დროს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, პრეზიდენტმა მაკრონმა და კანცლერმა შოლცმა ხაზი გაუსვეს თავიანთ მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის შეჭრის პირობებში“, - აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები მიესალმნენ ბოლო დროს გამართულ განხილვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის გამგზავრებასთან დაკავშირებით.

„მათ ხაზი გაუსვეს ბირთვული დანადგარების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და მიესალმნენ ბოლოდროინდელ დისკუსიებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის დაშვებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ბორის ჯონსონის ოფისში.