ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ მარიუპოლში ჩვენი დატყვევებული მეომრების საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, ეს იქნება ხაზი, რომლის მიღმა რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ მარიუპოლში ჩვენი დატყვევებული მეომრების საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, ეს იქნება ხაზი, რომლის მიღმა რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც დატყვევებული უკრაინელი მეომრების საჩვენებელი სასამართლო პროცესი იგეგმება და აცხადებს, რომ ასეთი „შოუს“ გამართვის შემთხვევაში, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს აღარ გამართავს.

„ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლში ამზადებენ დეკორაციებს ოკუპანტების მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის. რაც არ უნდა იფიქრონ ოკუპანტებმა, რაც არ უნდა დაგეგმონ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად მკაფიო იქნება. თუ ეს საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ ჩვენ ხალხს ამ დეკორციებზე შეიყვანენ ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი მოლაპარაკებებიდან საკუთარ თავს მოწყვეტს. საუბარი აღარ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან გმირებისა და უკრაინელი ხალხის თავისუფლების დამცველების დაცინვას.