რუსებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსებმა ოდესის ოლქზე იერიში ხუთი რაკეტით მიიტანეს. პივდენის საჰაერო სარდლობის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე ორი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. იერიში დაახლოებით 03:00 საათზე განხორციელდა.
ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერგი ბრაჩუკი „ტელეგრამზე” ავრცელებს. მისივე თქმით, რუსებმა რაკეტები შავი ზღვიდან გაისროლეს.
კიდევ სამი ფრთოსანი რაკეტა ოდესის ოლქის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. თავდასხმა მარცვლეულის შესანახ ობიექტზე განხორციელდა. მსხვერპლი არ ყოფილა.

























