თურქეთში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 21 ადამიანი

თურქეთში, თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზაზე, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავარიის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 4 მედპორსონალი და 2 ჟურნალისტია. დაშავებულია 21 ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

























