გორის მერი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკს სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკს სტუმრობდა, რომელიც გორელი ახალგაზრდებისთვის მისივე ინიციატივით გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბანაკის პირველი ნაკადის წევრების მომზადებულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მან ახალგაზრდების დასმულ კითხვებსაც უპასუხა და ყველა მათგანს წარმატება უსურვა.
„ბანაკი, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს, ოთხ ნაკად მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან.
კონკურში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეძლოთ.
ბანაკის წევრებს სხვადასხვა თემების შესახებ ტრენინგები უტარდებათ. გარდა ამისა, ისინი ჩართულები არიან შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.
პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება, წელს პირველად დაიგეგმა. მას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი" ახორციელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























