დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ კრივოი-როგის, სინელნიკოვსკის და ნიკოპოლის ტერიტორიები დაბომბა

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ კრივოი-როგის, სინელნიკოვსკის და ნიკოპოლის ტერიტორიები დაბომბა

რუსეთის არმიამ კრივოი-როგის, სინელნიკოვსკის და ნიკოპოლის ტერიტორიები დაბომბა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.

„კრივოი-როგის რაიონის აპოსტოლოვსკის თემში რუსებმა 36 წლის მამაკაცი მოკლეს. მათ ტერიტორია „ურაგანებით“ დაბომბეს. სოფელ პერშე ტრავნიაში საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა“, - წერს რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, სინელნიკოვოს რაიონის მეჟოვის თემში ოკუპანტებმა 12 წლის ბიჭი დაჭრეს, როდესაც რუსული ჭურვები მის სახლში დაეცა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.

ამასთან, რუსებმა ღამით ნიკოპოლის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც ქალაქში 20-მდე მაღალსართულიანი შენობა, ათეული მაღაზია, ლიცეუმი, ბანკი და ავტობუსის გაჩერება დაზიანდა.