უჯარმასთან მდინარე იორში 2 პირს ეძებენ

უჯარმასთან მდინარე იორში 2 პირს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმასთან, მდინარე იორში 2 ადამიანს ეძებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია 2 მამაკაცი და ისინი ძმები არიან.