რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ გამოცემა Haberturk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
თურქული მედიის ცნობით, ერდოღანს თან რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფატიჰ დონმეზი, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი.
ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება.

























