ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო, - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

ვლადიმირ ზელენსკი დაინტერესდა მათი მდგომარეობით, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისა და სამშობლოს თავდაუზოგავი დაცვისთვის და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

ამასთან, პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ომის ზონებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ომის დაწყებიდან, საერთო ჯამში, რკინიგზის საშუალებით 3.8 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 600 000-ის - საზღვარგარეთ. ლვოვიდან უკრაინის ფარგლებს გარეთ ევაკუაცია მატარებლებითა და ავტობუსებით განხორციელდა. ავტობუსით 76 000-ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ლვოვში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში დაღუპული უკრაინელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.