სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი შენობა 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. გარდა შენობის მშენებლობისა, პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

„სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 773 555 ლარია.

ტენდერის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.

რამდენიმე ათეული წელია, ახალდაბაში საბავშვო ბაღი სოფელში არსებულ საერთო საცხოვრებელში ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სააღმზდელო დაწესებულებაში სკოლამდელ განათლებას 40-მდე ბავშვი იღებს.

გორის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას კეთილმოწყობილ გარემოში სკოლამდელი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.