სოფელ გიულბაღში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან ერთად, სოფელ გიულბაღში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელში წყლის ინფრასტრუქტურა პირველად კეთდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, რკინა-ბეტონის რეზერვუარები და მოხდება შიდა დაქსელვა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით სოფელი გიულბაღის მოსახლეობა სრულად მომარაგდება.
„სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 652 494 ლარს შეადგენს, რომელიც, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაბინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი გაეცნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























