ევროკავშირის შუამავლებთან ერთად, სერბეთი და კოსოვო მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროკავშირის შუამავლებთან ერთად, სერბეთი და კოსოვო მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროკავშირის შუამავლებთან ერთად, სერბეთი და კოსოვო მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ.­

შეხვედრა ბრიუსელში ხვალ გაიმართება, თუმცა, მედიის ცნობით, მცირე იმედი არსებობს, რომ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტის იშვიათმა პირისპირმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი გარღვევა გამოიწვიოს.

მედია წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირები, რომლებიც მაღალი დონის მოლაპარაკებებს ზედამხედველობენ, იმედოვნებენ, რომ სულ მცირე ორივე მხრიდან მომდინარე მზარდი საომარი რიტორიკა აღმოიფხვრება.