უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი ცენტრალური აზიიდან დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობს

რუსეთი ცენტრალური აზიიდან დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იუწყება.
მათივე ცნობით, რეკრუტირების კამპანიის სამიზნეს უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.
უკრაინის დაზვერვამ ასევე განაცხადა, რომ უკმაყოფილება იზრდება ჩეჩნეთში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებს აიძულებენ უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის ჯარებს შეუერთდნენ.

























