რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც ანექსირებულ ყირიმშია ბაზირებული, ახალი მეთაური ჰყავს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც ანექსირებულ ყირიმშია ბაზირებული, ახალი მეთაური ჰყავს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც ანექსირებულ ყირიმშია ბაზირებული, ახალი მეთაური ჰყავს. პოსტი ვიქტორ სოკოლოვმა დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.

როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, სოკოლოვი სევასტოპოლის პორტში ფლოტის სამხედრო საბჭოს წევრებს უკვე გააცნეს.

საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ "ნორმალურია" ის, რომ აღნიშნულ პოსტზე დანიშვნა „უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს საჯაროდ არ გამოაცხადეს.

დასავლური მედიის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის ახალი მეთაურის დანიშვნა გუშინ და გასულ კვირას ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე მომხდარ აფეთქებებს მოჰყვა.