ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.