ლენტეხის ა(ა)იპ სასპორტო სკოლების გაერთიანებაში მოვარჯიშე ძიუდოისტებს ავთანდილ ჭრიკიშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა

ლენტეხის ა(ა)ი.პ სასპორტო სკოლების გაერთიანებაში მოვარჯიშე ძიუდოისტებს, 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა და მათ სხვადასხვა ილეთების შესრულების ტექნიკა უჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„თეორიული და პრაქტიკული სემინარები, ჩვენი აღსაზრდელებისთვის დიდი სკოლა იქნება და ამისთვის მადლობა ავთანდილ ჭრიკიშვილს. ძიუდოისტებს წარმატებებს ვუსურვებთ. მსგავსი სემინარები სამომავლოდ ისევ გაგრძელდება,“ - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, რომელიც მასტერკლასის ჩატარებას პირადად დაესწრო.

























