უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 44 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 886 ტანკს, 4 162 ჯავშანმანქანას, 993 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 196 ვერტმფრენს, 3054 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 792 უპილოტო საფრენ აპარატს, 93 ერთეულ სპეცტექნიკას, 190 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























