რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე, სერჰი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოდესის ოლქს თავს დაესხნენ მტრის რაკეტები. დარტყმის დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებს სერჰი ბრაჩუკი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ წუხელ რუსებმა კვლავ დაბომბეს მიკოლაივი. მათ იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.