რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ უკრაინის ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ძლიერი აფეთქებები მიკოლაივში. აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ისმის. დარჩით თავშესაფრებში საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე", - აცხადებს სენკევიჩი.

მერის განმარტებით, ოკუპანტებმა სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.