რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოპოლზე „გრადის“ ტიპის ზალპური რაკეტებით იერიში განახორციელეს

ქალაქ ნიკოპოლზე კვლავ რუსეთის სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაციას დასავლური მედია უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დასახლებულ უბნებზე განახორციელა თავდასხმა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, ნიკოპოლზე იერიში რუსეთმა „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 20 რაკეტის გასროლითა და 10 საარტილერიო ჭურვით განახორციელა.
როგორც მედია წერს, ნიკოპოლი ხშირად ხდება რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის სამიზნედ. აღნიშნული ქალაქი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. მათ მდინარე დნეპრი ჰყოფთ.

























