მარნეულის მერმა ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

მარნეულის მერმა ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო ფესტივალ ONE CAUCASUS-ის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„საერთაშორისო ფესტივალი ONE CAUCASUS მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის როგორც კულტურული, ისე ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებით. ამ ფესტივალს უკვე ტრადიციული სახე აქვს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განსაკუთრებით ელოდება. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მულტიკულტურა თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი, მარნეულის მერია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ფესტივალს“, - განაცხადა მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა.

სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი ONE CAUCASUS, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, 25-28 აგვისტოს გაიმართება. მულტიკულტურული ფესტივალი უკრაინას მიეძღვნება და სხვადასხვა ქვეყნიდან, მაყურებლის წინაშე 20-მდე მუსიკალური ბენდი და შემსრულებელი წარდგება.