რუსეთის უშიშრო­ების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, უკრაინამ ელექტროგადამცემი ხაზის 6 ბოძი ააფეთქა, რომლითაც კურსკის ატომური ელექტროსადგური ობიექტებს ელექტროენერგიას აწვდის

რუსეთის უშიშრო­ების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, უკრაინამ ელექტროგადამცემი ხაზის 6 ბოძი ააფეთქა, რომლითაც კურსკის ატომური ელექტროსადგური ობიექტებს ელექტროენერგიას აწვდის

ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფე-ეს-ბე) განცხადებით, უკრაინამ ექვსი ელექტროგადამცემი ხაზი ააფეთქა და კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროცესები ჩაშალა. ინფორმაციას CNN-ი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფე-ეს-ბე ახლა უკრაინის დივერსიული ჯგუფების წევრებს ეძებს, რომლებმაც კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ელექტროგადამცემი ხაზები ააფეთქეს.

„მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ბოძი ააფეთქა, რომლითაც კურსკის ატომური ელექტროსადგური ობიექტებს ელექტროენერგიას აწვდის“, - აღნიშნულია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

ფე-ეს-ბეს ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქების ორ წინა მცდელობას ადგილი 4 და 9 აგვისტოსაც ჰქონდა.