Sky News - ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეცოპერაციის ძალები დგას

ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების წარმომადგენლები დგანან, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებენ, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, ყირიმში რუსეთის ოპერაციების ჩაშლის მიზნით სულ მცირე ერთი ან ორი უკრაინული სპეცდანიშნულების დაჯგუფება მოქმედებს“, - აცხადებს Sky News-ის კორესპონდენტი ალისტერ ბანკოლი, რომელიც ოდესაში იმყოფება.
შეგახსენებთ, დღეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონში რუსების საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეზი დივერსია იყო. მათივე მტკიცებით, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

























