კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას.
რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი:
- საერთაშორისო იზოლაციას.
- ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
- ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის „კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას.
აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

























