სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თანასოფლელის მკვლელობისთვის დაკავებულ 53 წლის მამაკაცის საქმეზე თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პროცესზე, ბრალდებული დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების მოთხოვნაზე და განმარტა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე, 5 ოქტომბერს ჩაინიშნა. 53 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდიბარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ,47 წლის ლევან იაგანაშვილს თანასოფლელმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ფაქტი 13 აგვისტოს ღამით მოხდა. მომხდარის ძირითად მოტივად ეჭვიანობა სახელდება.