უკრაინიდან აფრიკისკენ მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი გაემგზავრა

პირველმა გემმა, რომელმაც უკრაინული მარცვლეული შავი ზღვის გავლით აფრიკაში უნდა გადაიტანოს, პივდენიის პორტი დღეს დილით დატოვა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გემი, რომელსაც 23 000 ტონა ხორბალი გადააქვს, ჯიბუტისკენ მიემართება.
„მინისტრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობენ გზებზე, რათა გაზარდონ აფრიკის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სურსათის მარაგის მიწოდება“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით კიევსა და მოსკოვთან ივლისში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის მიზნით უკრაინული პორტების განბლოკვას ითვალისწინებს.

























