რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა

ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად მდებარე საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. სოფლის საბჭოს ხელმძღვანელზე, ნიკოლაი კარპეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

”დიახ, იყო საბრძოლო მასალის აფეთქება. ეს მოხდა დაახლოებით დილის ექვს საათზე,” - განაცხადა კარპეცმა რუსულ მედიასთან საუბარში.

საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

„ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მასალის დროებითი შესანახ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც საბრძოლო მასალა აფეთქდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.