დონეცკში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში რუსული სამხედროების საარტილერიო სროლის შედეგად, სულ მცირე სამი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
როგორც Reuters-ი იუწყება, აფეთქებამ დააზიანა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

























