მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სადახლოელი წარჩინებული აბიტურიენტები დააჯილდოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სადახლოელი წარჩინებული აბიტურიენტები დააჯილდოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სადახლოს №1 საჯარო სკოლაში წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სულ 65 მოსწავლე დაჯილდოვდა.

„მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და გახდნენ სტუდენტები.

ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვის ინიციატივით გაიმართა“,-აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.