ჩაქვი - ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვი- ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ორი დაშავებული კლინიკა „მედალფაში”, ხოლო მესამე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ გამოკვლევები უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვირაბში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდარის გამო, ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

























