ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოებს ახორციელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე, სასმელი წყლის სარწყავად მოხმარების გამო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დებიტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ხაშურის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

მათი ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ცხრამუხისა და ღცისის სათავეებზე, რათა უახლოეს დღეებში წყლის არსებული გრაფიკი აღდგეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხაშურის ახალი,თანამედროვე წყლისა და წყალრინების სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი სისტემებით იქნება უზრუნველყოფილი.