უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 876 ტანკს, 4 141 ჯავშანმანქანას, 985 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 195 ვერტმფრენს, 3044 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 787 უპილოტო საფრენ აპარატს, 92 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.