დონეცკის გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა ერთ დღეში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ დონეცკის ოლქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო „ტელეგრამზე“ იუწყება.
მისივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 13 ადამიანი.
„14 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტში, სოლედარსა და მარინკაში. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა", - წერს გუბერნატორი.
მისივე განმარტებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა წუხელ ქალაქი ნიკოპოლი და ნიკოპოლის რაიონი „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბეს.

























