ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი

რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი - უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უკრაინაში, ყველამ თავისუფალ მსოფლიოში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ და ყველაფერი რაც შეიძლება, რათა რუსეთმა და ომის მხარდამჭერებმა კიდევ უფრო დიდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის.

„უკრაინას ყოველთვის სურდა და სურს მშვიდობა და არაერთხელ შესთავაზა რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება სხვადასხვა მოლაპარაკების ფორმატებში. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ სწამს ტერორის, რჩება თავისი პროპაგანდისტული ილუზიების მარწუხებში და იმედოვნებს, რომ შესაძლოა რაღაცის მიღწევა სხვადასხვა სახის შანტაჟის გზით. ეს არ იქნება.

და ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, დაბომბვის ყველა შემთხვევას - სასტიკ დაბომბვას, რომელიც არც ერთი დღე არ წყდება. სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის უმაღლესმა რადამ უახლოეს მომავალში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.