ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ენერგოდარის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ენერგოდარში მოსახლეობას მოუწოდეს სიფრთხილე გამოიჩინონ და შეზღუდონ ქალაქის ქუჩებში ყოფნის დრო. შესაბამისი მიმართვა ენერგოდარის მერმა დმიტრი ორლოვმა გაავრცელა.
„გამოიჩინეთ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ენერგოდარის ქუჩებში ყოფნის ხანგრძლივობა. არსებობს ინფორმაცია მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით ოკუპანტების მხრიდან“,- განაცხადა ქალაქის მერმა.
ცნობისთვის, ქალაქი ენერგოდარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით კვლავ ხორციელდება დარტყმები.

























