უკრაინამ დაკარგულთა სიაში მყოფი 522 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ დაკარგულთა სიაში მყოფი 522 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ იმ 522 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში იყვნენ შეყვანილი, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებაში დაკარგულ პირთა საკითხებში კომისარმა ოლეგ კოტენკომ განაცხადა.

„უკვე მოვახერხეთ 522 ცხედრის დაბრუნება. ცხედრების გადმოსვენება ხდება დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის სხვადასხვა მიმართულებიდან", - განაცხადა კოტენკომ.

მისი თქმით, ცხედრების დაბრუნების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებები ნორმალურად მიმდინარეობს. ვიბრუნებთ ჩვენი დამცველების ცხედრებს“, - განაცხადა ოლეგ კოტენკომ.