კოშკებსა და რიეთში წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

კოშკებსა და რიეთში წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღემდე, რიეთში და კოშკებში ოჯახები სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებდნენ.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კოშკებსა და რიეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. ორივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ხორციელდება ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები.
დღემდე, რიეთში (100-მდე ოჯახი) და კოშკებში (85 ოჯახი) სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























