უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 43 200 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 43 200 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 200 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 849 ტანკს, 4 108 ჯავშანმანქანას, 977 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3021 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 778 უპილოტო საფრენ აპარატს, 90 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.