შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას მიეძღვნა.

„შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეეძლო.

საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პრიზიორებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები.

გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართა აბსოლიტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდოები.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.